ფინეთი და შვედეთი NATO-ში შესაძლოა ზაფხულში გაწევრიანდნენ - The Times

გამოქვეყნდა:

"რუსეთმა დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა", რადგან ფინეთი და შვედეთი მზად არინ ნატო-ს ზაფხულშივე შეუერთდნენ. ამის შესახებ გამოცემა The Times ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ორივე სკანდინავიური ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება იყო საუბრის თემა და გაიმართა მრვალჯერადი სესიები გასულ კვირს, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს. ამ შეხვედრებს შვედეთი და ფინეთიც ესწრეობდნენ.

ფინეთის განაცხადი ივნისშია მოსალოდნელი, შვედეთი კი ამას მოჰყვება.

ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების სურვილს რუსეთი უკვე გამოეხმაურა და თქვა, რომ ამას საპასუხო ზომები მოჰყვებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი