კრეისერი "მოსკოვი" გახდა რუსეთის ყველაზე ძვირადღირებული სამხედრო დანაკარგი უკრაინასთან ომში. Forbes-ის მიხედვით, ის დაახლოებით 750 მილიონი დოლარი ღირს.
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანს - სარაკეტო კრეისერ „მოსკოვს“ 13 აპრილს, უკრაინის საზღვაო ძალების სანაპირო სარაკეტო სისტემა „ნეპტუნი“ მოხვდა.
ინფორმაცია თავდაპირველად ოდესის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გაავრცელა, რაც მოგვიანებით რუსეთმაც დაადასტურა.
პენტაგონის ინფორმაციით, კრეისერზე აფეთქება ნამდვილად მოხდა, თუმცა რამ გამოიწვია ის, ამაზე საუბარი აშშ-ში ჯერ არ შეუძლიათ. უწყების პრესმდივნის, ჯონ კირბის თქმით, დაზიანებული ხომალდი ჯერ არ ჩაძირულა.
იხილეთ ასევე: