სასამართლომ დაადასტურა, რომ ნიკო კვარაცხელია მოკლა პირთა ჯგუფმა, სასჯელი არის სამართლიანი - პროკურორი

გამოქვეყნდა:

უპრეცედენტოდ სამართლიანი შედეგი სასჯელთან და კვალიფიკაციასთან მიმართებაში - ასეთია ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორის შეფასება სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ბრალდებულები დღეს დამნაშავედ ცნო.

ბრალდების მხარე ამბობს, რომ სასამართლომ დღეს დაადასტურა ის, რასაც პროკურატურა 7 თვის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ნიკო კვარაცხელია არ მოუკლავს ერთ ადამიანს და მკვლელობა ჩაიდინა პირთა ჯგუფმა. გარდა ამისა, დადასტურდა, რომ დანაშაული იგეგმებოდა დიდი ხნის მანძილზე და ამისთვის კვარაცხელიას უთვალთვალებდნენ და ადგენდნენ მისი გადაადგილების მარშრუტებს - შეიძლება განაჩენი ვინმესთვის არის მკაცრი, მაგრამ სასჯელი არის სამართლიანი და ადეკვატური - ამბობს საქმის პროკურორი.

რაც შეეხება სხვა პირების შესაძლო მონაწილეობას მკვლელობაში. როგორც ბრალდების მხარე ამბობს, გამოყოფილი გამოძიების ფარგლებში გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ და "შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, ბრალდება ისაუბრეს სხვა პირების ბრალეულობაზე, შესაბამის დროს, გვარებზე და სახელებზე არ ვსაუბრობთ" - ამბობს პროკურორი. 

სასამართლოს განაჩენთან დაკავშირებით, პროკურატურამ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა: 

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ერთ-ერთი მსჯავრდებულის ადვოკატის შეფასებით, გადაწყვეტილება ევროპული სასამართლოს პრაქტიკის საწინააღმდეგოა. ჯერჯერობით უცნობია გაასაჩივრებს თუ არა დაცვა დღევანდელ განაჩენს. გადაწყვეტილებას ისინი ოჯახებთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღებენ.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი