7 დაღუპულს შორისაა 7 თვის ბავშვი - სინეგუბოვი ხარკოვში მომხდარ თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

ხარკოვში, რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულ 7 ადამიანს შორისაა 7 თვის ბავშვიც. დაშავებულია 34 მოქალაქე, მათ შორის 3 ბავშვი. ექიმები მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას უტარებენ. 

თავდასხმა იზიუმის რაიონში, სოფელ ბოროვაში მოხდა. ოკუპანტებმა საევაკუაციო ავტობუსებს ცეცხლი გაუხსნეს.

ხარკოვის ოლქის გუბერნატორი, ოლეგ სინეგუბოვი ხარკოველებს მიმართავს და უკიდურესი აუცილებლობის გარეშე, სახლებიდან გამოსვლისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი