რუბეჟნოეში დაჭრილ ზურაბ მუშუქიას ოპერაცია ჩაუტარდა | მისი მდგომარეობა სტაბილურია

გამოქვეყნდა:

რუბეჟნოეში, ოკუპანტებთან ბრძოლისას დაჭრილი ზურაბ მუშუქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია. მას წუხელ ოპერაცია ჩაუტარდა.

"ჯანრმთელობის მდგომაროება ამჟამად არის მძიმე, მაგრამ სტაბილური. გონზე არის, გვეკონტეაქტება. დარდობს დაღუპულ ბიჭებზე ძალიან. აქ რომ ყოფილიყო, მაინც წავიდოდა. გაწერის შემდგომაც ამბობს, რომ დაუბრუნდება წინა ხაზს", - ამბობს ზურაბ მუშუქიას ცოლი.

თავდასხმის დეტალები მუშუქიამ "მთავარ არხთან" საუბრისას გაიხსენა:

"ქუჩებია იქ, მოსახლეობა არის... მეორე ქუჩაზე გადავედით და იმ მომენტში მოვხვდით... მიდის ქუჩებში სროლა 15-20 მეტრში, გაშლილი ვართ იმ ტერიტორიებზე. ჩეჩნები და ყველა იყვნენ, არ ვიცი. იქიდან კიდევ ორია მკვდარი, ჩვენიდან ერთი მოგვიკლეს, ტყვია მოხვდა თვალში. საავადმყოფოში მომიყვანეს და აქ ამომიღეს ტყვია", - ამბობს ზურაბ მუშუქია.

ცნობისთვის, გუშინ უკრაინაში კიდევ სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. არკადი კასრაძე ქალაქ რუბეჟნოეში შეტაკების დროს ოკუპანტის ტყვიას ემსხვერპლა. 40 წლის ქართველი მეომარი, უკრაინაში საომრად 2 მარტს წავიდა. ის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა. შეტაკებების დროს, მძიმედ დაიჭრა ზურა მუშუქია. კიდევ ორი მებრძოლი, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა დაჭრილების დასახმარებლად მიდიოდნენ, რა დროსაც ავარიაში მოყვნენ.

პუტინის აგრესიას უკრაინაში უკვე 9 ქართველი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი