
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლზე ავიაიერიშები ისევ მიიტანეს.
მისი თქმით, ყველაზე მეტად ჭურვი პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
"მტერმა მარიუპოლზე ავიაიერიშები ისევ მიიტანა. განსაკუთრებით, დაიბომბა საზღვაო პორტის მიმდებარე ტერიტორია. მტერმა შესაძლოა, მარიუპოლში დესანტები გადმოსხას. ჩვენი მებრძოლები მედგრად დგანან. ამ ქალაქის როლი მნიშვნელოვანია, რადგან ის სხვა რეგიონებისთვის ფარს წარმოადგენს", - თქვა მან.
ცნობისთვის, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლის მცველებს დანებება მოსთხოვს და ამისთვის ვადა მოსკოვის დროით 13:00 საათამდე მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი განადგურებით დაემუქრნენ. ულტიმატუმის ვადა უკვე ამოწურულია, მარიუპოლის მცველები ოკუპანტებს არ დანებდნენ.