მის ხელში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სადამსჯელო კომიტეტად იქცა - ოპოზიცის შეფასება კილაძის გაეროში წარდგენაზე

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია იზიარებს მესამე სექტორის განცხადების პათოსს და ამბობენ, რომ მას ადამიანის უფლებებთან არანაირი კავშირი არ აქვს. უმრავლესობის წევრები კი სოფიო კილაძის კანდიდატურას მხარს უჭერს. ~

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ხატია დეკანოიძეც იზიარებს არასამთავრობოების განცხადების არგუმენტებს. 

ორი მიმართულებით არის დარღვეული და ამასაც ვიზიარებ ორგანიზაციის განცხადებაში. პირველი, ეს არის გამჭვირვალობა და მეორე, ნამდვილად ის სტანდარტი, რაც მაქვს აქვს, როგორც პარლამენტის წევრს, ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარეს, თავისი ჰომოფობიური, ზიზღის და და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებით, ნამდვილად არ იმსახურებს წარდგენას საქართველოს სახედ ძალიან მნიშვნელოვან ორგანიზაციაში, - ამბობს დეკანოიძე. 

"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრს ოთარ კახიძეს სოფიო კილაძის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეობა ქართული პარლამენტარიზმის სირცხვილად მიაჩნია. 

ქალბატონი სოფო, ყოველთვის, როდესაც იდგა სახეზე კომფლიქტი ადამიანის უფლებებსა და სუს-ის, პროკურატურის ინტერესებს შორის, ყოველთვის იდგა ძალოვანი სამინისტროების მხარეს და არა ადამიანის უფლებების მხარეს. ის არის უმცირესობების უფლებების მიმართ ასევე არალოიალური, - აცხადებს ოთარ კახიძე. 

საქართველოს დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ სოფო კილაძის თავმჯდომარეობით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სადამსჯელო კომიტეტად იქცა.

მთავრობის წარმომადგენლები სოფო კილაძის კანდიდატურას მხარს უჭერენ.

შეგახსენებთ, რომ ივნისის ბოლოს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა ცხრა ახალი წევრი უნდა აირჩიოს. საქართველომ კომიტეტის წევრობის კანდიდატად პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე წარადგინა.

განცხადებაზე ხელმომწერი 52 ორგანიზაცია გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს თხოვნით მიმართავს, რომ გაითვალისწინონ კრიტიკული შეფასებები და სოფო კილაძის არჩევა არ დაუშვან.

სოფო კილაძე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი