პარამკლავჭიდელების აქცია სამინისტროსთან - სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატზე წასასვლელად თანხას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

პარამკლავჭიდელები სპორტის სამინისტროსთან კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ - ისინი შეჯიბრზე წასასვლელად კუთვნილ თანხას ითხოვენ. გუნდმა ამ დრომდე არ იცის შეძლებენ თუ არა მაისში, ბუდაპეშტში ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებას. 

3 თვის წინ მსოფლიოს ჩემპიონატზე ამ მკლავჭიდელებმა ქვეყანას 18 ოქროს მედალი მოუტანეს.

"ეს არის სირცხვილი და განუკითხაობაა დღეს ამ მხრივ, რომ მსოფლიოში ნომერ პირველ გუნდს არ უშვებს შეჯიბრზე. ეს ის საკითხია, როცა არც ფედერაციის პრეზიდენტი, არც სპორტის მინისტრი არ გამოდის კონტაქტზე. ამ შემთხვევაში, სპორტს და პოლიტიკას ერთმანეთისგან ვერ გამიჯნავ", - ამბობს პარამკლავჭიდელი, ლევან მახათაძე.

პარამკლავჭიდელები ამბობენ, რომ ყველა შეჯიბრის წინ სამინისტროსთვის ხვეწნა უწევთ. სპორტსმენები ამბობენ, რომ წინა ჯერზე სცადეს ერთმანეთს თავად დახმარებოდნენ, ფული ისესხეს და ეს ხარჯებიც დღემდე არავის აუნაზღაურებია მათთვის. 

"წინა აქციების შემდეგ, რაც წავედით გზის ფული ვალებად დაგვედო. ახლაც მოვედი და იგივე სურათი გამოიკვეთა, როდემდე, მაშინ გვითხრან, რომ არ გვაინტერესებთ. მაგასაც არ გვეუბნებიან, გვქონდა კომუნიკაცია, ამდენი წელია სპორტში ვართ, გვყავს სანაცნობო, ვერავინ ვერ გვეუბნება პასუხს, რა უნდათ", - ამბობს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი პარამკლავჭიდელი, ბესო ლეკიაშვილი. 

ევროპის ჩემპიონატი 6 მაისს იწყება. სამინისტროდან მათ ამ დრომდე არავინ შეხვედრია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი