კრიშტიანუ რონალდუს ახალშობილი შვილი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

კრიშტიანუ რონალდუს ახალშობილი შვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას "მანჩესტერ იუნაიტედის" წევრი, პორტუგალიელი ფეხბურთელი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.

"დიდი მწუხარებით გიზიარებთ ჩვენი პატარა ბიჭის დაკარგვის ამბავს. ეს უდიდესი ტკივილია, რომელიც მშობელმა შეიძლება განიცადოს. მხოლოდ ჩვენი პატარა გოგოს დაბადება გვაძლევს ძალას, რომ ეს მომენტი მცირედი იმედითა და ბედნიერებით გადავიტანოთ. გვინდა, ექიმებსა და ექთნებს მადლობა გადავუხადოთ მათი ზრუნვისა და მხარდაჭერისათვის. ყველანი განადგურებული ვართ ამ დანაკარგით და ჩვენთვის ურთულეს დროს, გთხოვთ, მოგვცეთ განმარტოების საშუალება. ჩვენო პატარა ბიჭო, შენ ჩვენი ანგელოზი ხარ. ყოველთვის გვეყვარები,” - წერს რონალდუ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი