"ვისაც ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდისა და წესრიგის დარღვევა უნდა, თავს მოვკვეთთ " | ლუკაშენკო

გამოქვეყნდა:

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ თავს მოჰკვეთს ყველას, ვისაც ქვეყანაში სიმშვიდისა და სიმშვიდის დარღვევა სურს. მისივე თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს ოპოზიციის მასობრივი საპროტესტო აქციების განმეორებას, რაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოხდა.

"დაგავიწყდათ რა მოხდა 2020 წელს? გახსოვდეთ: ეს არ იმუშავებს. დღეს მე მაქვს საკმარისი ძალა და საშუალება. ყველას, ვისაც დღეს ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდისა და წესრიგის დარღვევა უნდა, თავს მოვკვეთთ", - ამბობს ლუკაშენკო

ცნობისთვის, 2020 წელს ბელარუსში ოპოზიცია არ დაეთანხმა არჩევნების შედეგებს და ლუკაშენკოს გამარჯვებას აპროტესტებდნენ. მშვიდობიანი აქციების მიმდინარეობისას, ასობით მოქალაქე და ოპოზიციის ლიდერი კი დააკავეს. 

რა ხდებოდა ბელარუსში 2020 წელს - იხილეთ აქ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი