უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას კიევში, წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ტაძარში პატივი მიგეს. მებრძოლები სამხედრო ზალპითა და ჰიმნით გამოაცილეს.
არკადი კასრაძეს, ალიკა ცაავასა და ზაზა ბიწაძეს დღეს ლვოვში გადაასვენებენ, შემდეგ ვარშავაში, საქართველოში კი, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს ჩამოასვენებენ.
"ბოლო ორი თვის განმავლობაში ეს ძალიან დიდი დანაკარგია. ამდენი ქართველი ასე მოკლე დროში არასდროს დაგვიკარგავს, პირველ დაღუპულ ბიჭებთან ერთად ირპენში ვიყავით და მათ კარგად ვიცნობდით. ძალიან დიდ ფასს ვიხდით, მაგრამ რაც არ უნდა დიდი ფასი გადაიხადოს უკრაინამ და საქართველომ, დაე ეს იყოს ჩვენი მტრების დასასრული", - თქვა პანაშვიდზე მისულმა უკრაინელმა ინსტრუქტორმა.
უკრაინაში 3 ქართველი მებრძოლი 16 აპრილს დაიღუპა