დაავალო პენიტენციურს, გამოასწორონ მდგომარეობა, იგივეა, დაავალო რუსეთს, გამოიძიოს ბუჩას დანაშაულები - ჯიშკარიანი შუამდგომლობაზე

გამოქვეყნდა:

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი მესამე პრეზიდენტის სასამართლოს პროცესის შემდეგ ამბობს, რომ ციხის დირექტორისთვის სათანადო ზომების მიღების დავალება იგივეა, რაც რუსეთს დაავალო ბუჩაში მომხდარის გამოძიება. 

მისი თქმით, 7 თვე საკმარისი იყო სურვილის შემთხვევაში მულტიპროფილური დიაგნოსტიკა მომხდარიყო.

"დაავალო პენიტენციურ სამსახურს, რომ გამოასწორონ მდგომარეობა და მიიღონ ზომები, ეს გავს იმას, რომ ბუჩაში დავავალოთ რუსეთის ფედერაციას აწარმოოს გამოძიება და რეაბილიტაცია მოახდინოს მსხვერპლების. აქ უკვე ისეთი მდგომარეობაა, რომ საჭიროა მულტიპროფილური დიაგნოსტიკა და მკურნალობა, თუკი საქართველოში ეს იყო შესაძლებელი, მგონი 7 თვე საკმარისია, რომ ეს ჩაატარო საქართველოში. ფაქტობრივად, სახეზე გვაქვს გაუარესება ჯანმრთელობის მდგომარეობის, ეს არის წინასწარ განზრახვით, თუ უვიცობით გამოწვეული, ეს მე არ ვიცი", - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა. 

ცნობისთვის, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მას სათანადო მკურნალობა არ უტარდება და ისაუბრა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე. 

მისი თქმით, დაიკლო 12 კგ, რამდენიმე დღის წინ წაერთვა ფეხები და ვერ ახერხებდა გადაადგილებას. ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა დაუშვან მასთან "ემპათიას" კონსილიუმის წევრები, თუმცა მოსამართლემ ეს ნაწილი არ დააკმაყოფილა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი