უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსი ჩოგბურთელები უიმბლდონის პირველობაზე ვერ იასპარეზებენ. ამის შესახებ ცნობებს სხვადასხვა მედია ავრცელებს. გადაწყვეტილების შესაბამისად, ტურნირზე ვერ გავა მსოფლიოს მე-2 ჩოგანი დანიილ მედვედევი.
The New York Times წერს, რომ რუსების გარდა ტურნირში მონაწილეობას ვერც ბელარუსი სპორტსმენები მიიღებენ, მოსკოვის მხარდაჭერის გამო. BBC-ს ცნობით, შეზღუდვის გამო ტურნირზე ვერ გავა ქალთა მსოფლიოს მეოთხე ნომერი ბელარუსი არინა საბალენკა.
ეს აკრძალვა უიმბლდონს აქცევს პირველ ჩოგბურთის ღონისძიებად, რომელიც პირდაპირ შეზღუდავს ცალკეულ სპორტსემენებს. The New York Times წერს, რომ სამშაბათს ეს მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისუბრა.
BBC წერს, რომ All England Lawn Tennis Club (AELTC) ამ ნაბიჯს ოთხშაბათს დაადასტურებს.
უიმბლდონის შეჯიბრება 27 ივნისს დაიწყება.