"რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდა რუტინულია და საფრთხეს არ წარმოადგენს" | პენტაგონი

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერის, ჯონ კირბის თქმით, რუსეთის მიერ, "სარმატის" კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდა რუტინულია და არა საფრთხე აშშ-სთვის.

"მსგავსი ტესტირება რუტინულია და გასაკვირი არ არის",-თქვა მან.

ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა "სარმატი" გამოსცადა. რაკეტის გაშვების შემდეგ, პუტინი დაიმუქრა, რომ ეს რაკეტა 
"დააფიქრებს მათ, ვინც ცდილობს რუსეთს დაემუქროს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი