ეს ჩვენი მეგობრების პრაგმატული და ღირებულებითი ინტერესია - ბოკერია საერთაშორისო პარტნიორებზე

გამოქვეყნდა:

8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებას ელოდება ევროპალამენტარი ანდრიუს კუბილიუსი. "თვითერის" საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ის წერს, რომ 8 მარტის შეთანხმების მთლიანად შესრულება და ამით მომდევნო მოსმენებში ყველა ოპოზიციური პარტიისთვის მონაწილეობის მიღების შესაძლებლობის მიცემა, არის გზა დემოკრატიის სიმწიფემდე საქართველოში პოლიტიკური პატიმრების გარეშე.

ოპოზიციის შეფასებით, კუბილიუსის განცხადება შეუსრულებელი შეთანხმების კიდევ ერთი დასტურია, ამის გამო ისინი გიორგი რურუას დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში  ამტკიცებენ რომ პოლიტიკური კრიზისი გამწვავდება და ქვეყნის იმიჯი საერთაშორისო დონეზე კიდევ უფრო დაზიანდება.

თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ეს პირობები დღეისთვის არ არის შესრულებული და მთავარი შესრულებელი პირობა რაც რჩება, არის რურუას პატიმრობა. "ქართული ოცნება", ამით ფაქტობრივად ჩაშლის იმ პოლიტიკურ კონსესუსს, რაც 8 მარტის შეთანხმებით შედგა, რაც ძალიან სამწუხარო იქნება და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამწვავდება, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი. 

"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ხაზს უსვამს, რომ ეს პოზიცია საქართველოს ყველა მეგობარს აქვს. 

ისინი სხვადასხვა სიტყვებით გამოთქვამენ, მაგრამ არსი ერთი და იგივეა, რომ მათ სურთ დამოუკიდებელი, ძლიერი, სუვერენული სახელმწიფო საქართველოს სახით, მათი პრაგმატული და ღირებულებითი ინტერესია ეს, - აცხადებს გიგა ბოკერია. 

მისი თქმით, პოლიტიკური მოტივით ციხეში არ უნდა იჯდეს არავინ, ვინც უნდა იყოს ის.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი