
ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებებს მიესალმება. ამის შესახებ განცხადებას კუბილიუსი "თვითერის" პირად გვერდზე აქვეყნებს და იმედს გამოთქვამს, რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე შესრულდება.
მივესალმები საქართველოში საარჩევნო რეფორმის პირველი მოსმენითა და 136 ხმით მიღებას. იმედი მაქვს, 8 მარტის შეთანხმება სრულად განხორციელდება და ყველა ოპოზიციურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს შემდეგ მოსმენებში. ეს არის დემოკრატიის განმტკიცების გზა საქართველოში პოლიტიკური პატიმრების გარეშე, - წერს კუბილიუსი.