
2020 წლის ბიუჯეტის პროექტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში დღეს განიხილავენ, რამდენიმე დღეში კი ანტიკრიზისული გეგმის განხილვა პლენარულ სხდომაზე მოხდება.
უმცირესობის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მთავრობის მიერ შეთავაზებული ცვლილებები საგანგაშოა, რადგან ხელისუფლებას მოსახლეობის დასახმარებლად და ეკონომიკის სწრაფად ასამუშავებლად გადასახადები არ შეუმცირებია.
ჩვენ წინა კვირაში ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გავიარეთ ეს დოკუმენტი და საჭიროდ აღარ მივიჩნევთ მის განხილვაში მონაწილეობას, რადგან მიგვაჩნია, რომ ის არ ასახავს იმ პრობლემებზე პასუხს, რასაც ახლა მთავრობა უნდა აკეთებდეს და ეს არის ორი მიმართულება, მეტი დახმარება ხალხს ამ გაჭირვების პირობებში და იმავდროულად, ბიზნესის მიმართულებით, საჭიროა გადასახადების შემცირდება, - ამბობს "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ბიუჯეტი მხოლოდ "ქართული ოცნების " პარტიულ ინტერესებს ემსახურება.