"ინტრიგებით დაკავებული კაცი" - სარჯველაძე არახამიაზე

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნების მორიგი თავდასხმა დავით არახამიაზე. ხელისუფლების წარმომადგენლები ამჯერად გუშინდელმა განცხადებებმა გააღიზიანა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის პარტიის ლიდერმა და რუსეთთან ერთ-ერთმა მთავარმა მომლაპარაკებელმა, "მთავარი არხის" ეთერში გააკეთა. 
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე სარჯველაძემ არახამიას "ინტრიგებით დაკავებული კაცი" უწოდა: 

"ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ ინტრიგებით დაკავებული კაცის მორიგ მცდელობას, ახალი ინტრიგა დათესოს, არ ექნება ფართო გამოხმაურება და ფართო მხარდაჭერა, რადგან რეალობა არის ასეთი - ჩვენ მათკენ, ზოგიერთი მათგანი ეშმაკებისკენ - ამბობს სარჯველაძე.

მისივე აზრით, არახამიასთვის "ომის პარტიის" მხარდაჭერა უფრო პრიორიტეტულია: 

„ვივარაუდე, რომ აუცილებლად იარსებებდნენ ადამიანები, რომელთა ღირებულებათა სისტემაში საქართველოში "ომის პარტიის" მხარდაჭერა იქნებოდა უფრო პრიორიტეტული და ასეთი ბაცილა მეთქი -ასე მოვიხსენიე, ოღონდ არა ადამიანზე, საკუთრივ ინტერესზე ვთქვი, რომ შეიძლება ყოფილიყო და გაღვივებულიყო, როგორც ჩანს ამ პროცესს ვადევნებთ თვალს,"- განაცხადა სარჯველაძემ.

დავით არახამიამ, ნიკა გვარამიას გადაცემა "მთავარ აქცენტებში" საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე ისაუბრა და შეაფასა ის განცხადებები, რაც "ოცნების" წარმომადგენლებმა რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აკეთეს და რა პოზიციაც დაიკავეს.

დავით არახამიას განცხადებები:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი