"საქართველოს ხელისუფლების განცხადებები შეიძლება უკავშირდება იმას, რომ ყველაზე მსხვილი ბიზნესმენი "გაზპრომის" აქციონერია" | არახამია

გამოქვეყნდა:

"[საქართველოს] ხელისუფლება რატომ იქცევა ისე, როგორც იქცევა, გამოგიტყდებით და არ მესმის. შეიძლება იმასთან არის დაკავშირებული, რომ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნესმენი თქვენს ქვეყანაში არის "გაზპრომის" ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აქციონერი, ასეთი ინფორმაცია მსმენია, შეიძლება ეს არის ამის ახსნა და მიზეზი", - ამბობს "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები", ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია. 

მან თქვა ისიც, რომ საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის დროს სეხვედრაზე სპეციალურად არ მივიდა, რადგან "ამ ადამიანებთან შეხვედრის აზრს ვერ ხედავს". მისივე თქმით, მას "შთაბეჭდილება დარჩა, რომ [საქართველოს] სამთავრობო დელეგაცია იმიტომ ჩავიდა, რომ ბუჩას ფონზე ფოტოები გადაეღო..."

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი