რუს ოპოზიციონერ ვლადიმერ კარა-მურზას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

გამოქვეყნდა:

რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ვლადიმერ კარა-მურზას 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედიასაშუალება РИА Новости ავრცელებს. 

გამოცემა წერს, რომ მას რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებას ედავებიან. 

ვლადიმერ კარა-მურზა მოსკოვში, 11 აპრილს დააკავეს

ცნობისთვის, ვლადიმერ კარა-მურზა უმცროსი ორჯერ - 2015 და 2017 წლებში მოწამვლის სიმპტომებით საავადმყოფოში მოათავსეს. Bellingcat-ის საგამოძიებო ასოციაციამ დაადგინა, რომ FSB-ის თანამშრომლები კარა-მურზას პირველ მოწამვლამდე აკვირდებოდნენ. კარა-მურზას მოწამვლის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი