რა ეკონომიკა, რუსეთმა უკვე წაიღო თქვენი ტერიტორიის 20% და თითქმის თბილისამდე მოვიდნენ - ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებას

გამოქვეყნდა:

ჩვენ დავაბრუნებთ ელჩს საქართველოში, როგორც კი მოვისმენთ რეალური მხარდაჭერის სიტყვებს თქვენი ხელისუფლებისგან - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე, რომელსაც ის ამ წუთებში, კიევის ერთ-ერთ მეტროსადგურში მართავს

"მოვისმინე ვერსიები, რომ საქართველოს ეკონომიკას უფრთხილდებიან, მაგრამ რა ეკონომიკა, რუსეთმა უკვე წაიღო თქვენი ტერიტორიის 20% და თითქმის თბილისამდე მოვიდნენ, ნუთუ ეს ამად ღირს? რაც შეეხება საქართველოს ევროპულ არჩევანს, ეს თვითონ ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ და უკრაინა ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს გადაწყვეტილებას. ჩვენ დავაბრუნებთ ელჩს საქართველოში, როგორც კი მოვისმენთ რეალური მხარდაჭერის სიტყვებს თქვენი ხელისუფლებისგან."- ამბობს ზელენსკი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი