
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პრესკონფერენციას კიევის მეტროში მართავს. ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტთან პირადად საუბრისთვის მზად არის.
"მე არ მეშინია პრეზიდენტთან [პუტინთან] შეხვედრის. უბრალოდ, არ მაქვს უფლება, მეშინოდეს, რადგან ჩვენმა ხალხმა აჩვენა, რომ არაფრის არ ეშინია, შიშველი ხელებით გააჩერეს ტანკები",- თქვა ზელენსკიმ.
ომის თითქმის 2 თვის განმავლობაში კიევის მეტრო მშვიდობიანი მოსახლეობის თავშესაფრად იყო ქცეული. ის სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა და ზელენსკის ამ გადაწყვეტილებას სიმბოლური დატვირთვა აქვს.