უკრაინის ლიდერებმა საკუთარი თვალით ნახეს, როგორ გახდა მიხეილ სააკაშვილი შეუძლოდ პროცესზე - ეკა ხერხეულიძე

გამოქვეყნდა:

"უკრაინის ლიდერებმა საკუთარი თვალით ნახეს, როგორ გახდა მიხეილ სააკაშვილი შეუძლოდ პროცესზე" - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ეკა ხერხეულიძემ მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.

მისივე ინფორმაციით, უკრაინელ ლიდერებთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იყო და უკრაინული მხარე მისი გათავისუფლებისთვის ყველაფერს აკეთებს. გადაცემაში ხერხეულიძეს სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.  

"როდესაც უკრაინის ლიდერებთან მაღალი რანგის შეხვედრაზე შევდიოდით, სწორედ ამ დროს გახდა მიხეილ სააკაშვილი პროცესზე შეუძლოდ და მათ თავიანთი თვალით ნახეს ეს... მათთვის წარმოუდგენელია მიშას ამ მდგომარეობაში ნახვა",- თქვა ეკა ხერხეულიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 20 აპრილის სხდომაზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი შეუძლოდ გახდა და ექიმის დახმარება ითხოვა. პროცესი რამდენიმე წუთით შეწყდა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი