მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა - პროცესი დროებით შეწყდა

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა - მესამე პრეზიდენტმა პროცესის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ექიმის დახმარება ითხოვა. იქამდე კი მან უკრაინულად მიმართა უკრაინას, კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა ომში მყოფ ქვეყანას, ასევე, პატივი მიაგო იქ დაღუპულ ქართველ გმირებს და გაიხსენა კახა ბენდუქიძე, რომელსაც დღეს 66 წელი შეუსრულდებოდა. მიხეილ სააკაშვილი პროცესიდან მიესალმა სასამართლოსთან შეკრებილ მხარდამჭერებს. 

შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე თვეა მიხეილ სააკაშვილთან არ უშვებენ არც მის პირად ექიმს და არც კონსილიუმის წევრებს. მედიკოსები და ადვოკატები კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ერთადერთი გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაა საზღვარგარეთ, შესაბამის კლინიკაში. 

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეს განიხილავს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი