ჩვენი სამხედრო თხოვნაა, დაგვეხმაროთ რუსეთის ტყვეობიდან მიხეილ სააკაშვილის დახსნაში - ქართველი მებრძოლების წერილი ზელენსკის

გამოქვეყნდა:

ჩვენი სამხედრო თხოვნაა, დაგვეხმაროთ რუსეთი ტყვეობიდან ჩვენი უმაღლესი მხედართმთავრის, ბატონი მიხეილ სააკაშვილის დახსნაში - ნათქვამია უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროების წერილობით მიმართვაში, რომელსაც ისინი უკრაინის პრეზიდენტს უგზავნიან:

"ჩვენი ომი, რომელსაც უკრაინელ სამხედროებთან ერთად ვაწარმოებთ, - სამართლიანია. ერთად გავიმარჯვებთ. გვინდა ხმა მოგაწვდინოთ რომ ძალიან გვტკივა როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია. მიხეილ სააკაშვილი არის ის პირველი უმაღლესი მთავარსარდალი, რომელიც  2008 წელს, მტერს არ ჩაბარდა და ქვეყანა არ დაუთმო, რამაც უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში დიდი წვლილი შეიტანა. ჩვენი სამხედრო თხოვნაა, დაგვეხმაროთ რუსეთის ტყვეობიდან ჩვენი უმაღლესი მხედართმთავრის, ბატონი მიხეილ სააკაშვილის დახსნაში" ნათქვამია წერილში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი