მაინც და მაინც მკვდარი პრეზიდენტი უნდა ვაჩვენოთ მოსახლეობას, რომ დაიჯერონ მიხეილ სააკაშვილი სერიოზულადაა დაავადებული?! - თოიძე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი პარასკევს ომბუდსმენის კონსილიუმის წევრებმა მოინახულეს. "ემპათიას" ექიმები მასთან შესვლას ამ დრომდე ითხოვენ. ექიმ ოთარ თოიძის თქმით, ცალსახაა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება.

"დრო აღარ არის, პრეზიდენტის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ იგი საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას უცხოეთის რომელიმე კლინიკაში. ჩვენ ვწინასწარმეტყველებდით ამ პროცესს, იმასაც ვამბობდით, რომ პროცესი ნელ-ნელა მიიყვანს პაციენტს ჯერ ინვალიდიზაციამდე, შემდეგ, შესაძლებელია ლეტალურ გამოსავლამდე, ჩვენ ახლა მივედით ამ წერტილში. მე არ ვიცი, შესაძლებელია თუ არა მისი უკან მობრუნება, იმ ნევროლოგიური ძვრებისა, რაც მას გააჩნია. მდგომარეობა იმდენად სერიოზულია, რომ მოსახლეობისთვის იყო ეს ნათელი სასამართლო პროცესზე.

შემდეგი ნაბიჯი რა ვქნათ, მაინც და მაინც მკვდარი პრეზიდენტი უნდა ვაჩვენოთ მოსახლეობას, რომ დაიჯერონ, რომ პრეზიდენტი არის სერიოზულად დაავადებული", - ამბობს ოთარ თოიძე. 

ბოლო 4 თვეა კონსილიუმის წევრები მესამე პრეზიდენტის მონახულებას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია, თუ რატომ მოინახულეს ომბუდსმენის კონსილიუმის წევრებმა პარასკევს მიხეილ სააკაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი