კონსესუსით მიღებულ კონსტიტუციას მეტი პოლიტიკური ძალა ექნება - რომან გოცირიძე

გამოქვეყნდა:

გაათავისუფლოს გიორგი რურუა და ამ კონსტიტუციას ექნება მეტი პოლიტიკური ძალა - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი რომან გოცირიძე. 

იგი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თანმიმდევრულია თავის გადაწყვეტილებებში და სანამ გიორგი რურუას არ გაათავისუფლებენ, ისინი არ დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს. იგი იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლებას ეყოფა კეთილგონიერება, რომ სათანადოდ შეაფასოს ის როლი და წონა, რასაც კონსტიტუციის კონსესუსით მიღება ჰქვია, შეასრულოს 8 მარტის შეთანხმების მთავარი პირობა და გაათავისუფლოს საერთაშორისოდ აღიარებული პოლიტპატიმარი.   

ამ კონსტიტუციას ექნება მეტი პოლიტიკური სტაბილიზაციის მომტანი ფუნქცია, თუკი იგი იქნება მიღებული საერთო კონსესუსით, - ამბობს გოცირიძე. 

გოცირიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში უნდა დასრულდეს პოლიტიკური დევნა და ქვეყანას აღარ უნდა ჰყავდეს პოლიტიკური პატიმრები.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ პარლამენტმა 115 ხმით 3 ხმის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი