ნიკა მელია პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს. მელიამ თქვა, რომ ახლა "ერთადერთი გამოსავალი, რომ მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს, მისი ქვეყნის გარეთ, შესაბამის ჰოსპიტალში გადაყვანაა". 

ბოლო-ბოლო, ქალბატონ ზურაბიშვილსაც მივმართავ, ქალბატონო სალომე, პატივისცემით, მქონდა მე თქვენთან შეხვედრის გამოცდილება ერთხელ, თქვენ იცით, მინიმუმ ძალიან კონტროვერსიალური ნაბიჯები გადადგით და შეიწყალეთ ადამიანები, მათ შორის პოლიციელების მკვლელები, რამაც ქარიშხლოვანი რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში...

როდესაც თქვენ ჩვენ მსოფლიოსთან ერთად ვიცით, რომ კვდება ქვეყნის მესამე პრეზიდენტი განზრახ გადადგმული ნაბიჯებით როდესაც პირველივე დღეს ჩააგდეს ამ მდგომარეობაში... თქვენ გაქვთ შანსი, რომ უზრუნველყოთ ქვეყნის სტაბილური ევროატლანტიკური და ევროპული მომავალი. ერთი ხელის მოსმით, ყველაზე იაფად შეფასებული კალმისტრით თქვენ შეგიძლიათ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა მოაგვაროთ...

დრო არ ითმენს... არავის არ აქვს გარანტია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სავალალო მდგომარეობა არ გამოიწვევს ინსულტს ან თრომბს, - ამბობს მელია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი