
"მაქვს ინფორმაცია, რომ უახლოეს პერიოდში საერთაშორისო მეგობრები შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" საუბრობს.
ამბობს, რომ ახლა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა: "ხვალვე, რომც გამოუშვან, სალომე ზურაბიშვილმა რომც შეიწყალოს მიხეილ საკააშვილი, პირველი, რაც უნდა გააკეთოს, უნდა გაემგზავროს საზღვარგარეთ შესაბამის დაწესებულებაში სამკურნალოდ"...
ახლა უკრიტიკულესი ვითარებაა... მაქვს ძალიან დიდი იმედი და ინფორმაცია, რომ უახლოეს პერიოდში საერთაშორისო მეგობრები შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ და ამით უზრუნველყოფენ, რომ დაცული იქნეს ამ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი, - ამბობს მელია.
ცოტა ხნის წინ ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან საგანგებო ბრიფინგი გამართა და პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალება სთხოვა.