სეპარატისტულ დნესტრისპირეთში ორი აფეთქების შედეგად, რადიოანძები განადგურდა - მედია

გამოქვეყნდა:

სეპარატისტული დნესტრისპირეთის სოფელ მაიაკში, 26 აპრილს, გამთენიისას, ორი აფეთქება მოხდა, ინციდენტის შედეგად ორი რადიოანძა გაითიშა -  ინფორმაციას BBC დნესტრისპირეთის არაღიარებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობაზე დაყრდნობით ავრცელებს..

არაღიარებული დნესტრისპირეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მოლდოვის სეპარატისტულ აღმოსავლეთ რეგიონში, განადგურდა ორი უძლიერესი ანტენა: ერთი - მეგავატის, ხოლო მეორე - ნახევარ მეგავატის სიმძლავრის. ორივე რუსულ რადიოსადგურს გადასცემდა.

საერთაშორისო მედია, Reuters არაღიარებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ციტირებს, რომელშიც ნათქვამია: "26 აპრილის დილით, გრიგორიოპოლის რაიონის სოფელ მაიაჩში ორი აფეთქება მოხდა: პირველი 6:40 საათზე, მეორე კი 7:05 საათზე". 

სამინისტროს ცნობით, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია და შედეგად არავინ დაშავებულა.

უკრაინული მედია NEXTA წერს, რომ რუსეთი აძლიერებს პროვოკაციებს ოკუპირებული დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ არაღიარებულ დნესტრისპირეთში, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შენობასთან აფეთქებები მოხდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი