
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აქციების დაწესებას არ ელოდებიან. მისთვის გაუგებარია რატომ უნდა ელოდებოდნენ სანქციების დაწესებას.
"რა, რა თქმა უნდა, რატომ უნდა ველოდოთ? არ ველოდებით", - თქვა პაპუაშვილმა.
25 აპრილს უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ, დავით არახამიამ ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს ბიძინა ივანიშვილზე და მის ბიზნესაქტივებზე სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ივანიშვილი კრემლის ინტერესების გამტარია და მსოფლიომ არ უნდა დაუშვას, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში საქართველო რუსეთის სასარგებლოდ ჩაერთოს. იგივე მოთხოვნით ევროკავშირსა და აშშ-ს მოძრაობა "სირცხვილიამაც" მიმართა.