დნესტრისპირეთში დაპირისპირებულ ძალებს დესტაბილიზაცია სურთ - სანდუ

გამოქვეყნდა:

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, დნესტრისპირეთში დაძაბულობაა სხვადასხვა ძალებს შორის, რომლებსაც სიტუაციის დესტაბილიზაცია სურთ.

"ის, რაც ბოლო 24 საათის განმავლობაში ხდება დნესტრისპირეთის რეგიონში, არის დაძაბულობის ესკალაცია.... ჩვენი ამჟამინდელი ანალიზი აჩვენებს, რომ რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციაში დაინტერესებულ ძალებს შორის დაძაბულობაა. ეს დნესტრისპირეთის რეგიონს საფრთხეს უქმნის და მოლდოვას საფრთხის წინაშე აყენებს. ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ გამოწვევას და მცდელობას ჩართონ მოლდოვა ქმედებებში, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქვეყანაში მშვიდობას", - განაცხადა მაია სანდუმ.

ცნობისთვის, 25 აპრილს ოკუპირებულ დნესტრისპირეთში რამდენიმე აფეთქება მოხდა. მომხდარი აფეთქებების სერიის გამო უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი