აფეთქებები დნესტრისპირეთში - მოლდოვას პრეზიდენტმა უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია

გამოქვეყნდა:

მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდომ ოკუპირებულ დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებების სერიის გამო უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით განხილვის მთავარი თემა რუსეთიდან მომავალი საფრთხეები და უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები იქნება. 
აფეთქებების გამო, საოკუპაციო რეჟიმის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა საფრთხის მაღალი "წითელი დონე" გამოაცხადა. 
აფეთქებების სერია დნესტრისპირეთში,  ტირასპოლის  აეროდრომის სიახლოვეს, ასევე , სატელეკომუნიკაციო ანძებსა და სამხედრო ნაწილში, გვიან ღამით მოხდა;

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი