ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის (IIHF) გადაწყვეტილებით, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს რუსეთი აღარ უმასპინძლებს. ტურნირის გამართვა სანქტ-პეტერბურგში 2023 წლის მაისში იყო დაგეგმილი.
IIHF ამბობს, რომ ალტერნატიული მასპინძელი ქვეყანა მომავალ თვეში გამოვლინდება.
"გადაწყვეტილება ღონისძიების გადატანის შესახებ მიღებულ იქნა, პირველ რიგში, ყველა მონაწილე მოთამაშის, ოფიციალური პირის, მედიისა და გულშემატკივართა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გამო", - ნათქვამია IIHF-ის განცხადებაში.
თებერვალში, IIHF-მა რუსეთისა და ბელორუსიის ეროვნულ და საკლუბო დონის გუნდებს IIHF-ის შეჯიბრებში მონაწილეობა აუკრძალა, ასევე ჩამოართვა რუსეთს 2023 წლის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება.