მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ თავად ჩოგბურთელმა გაავრცელა.
ინფექცია დაუდასტურდა ჯოკოვიჩის ცოლსაც. ჩოგბურთელი 14 დღე თვითიზოლაციაში დარჩება.
ჯოკოვიჩმა მონაწილეობა სერბეთსა და ხორვატიაში გამართული საჩვენებელი მატჩების სერიაში მიიღო, რომელიც მისივე ორგანიზებული იყო
ჯოკოვიჩი მეოთხე ჩოგბურთელია, რომელსაც აღნიშნულ მატჩებში მონაწილეობის შემდეგ კოვიდ 19 დაუდასტურდა. მანამდე ინფექცია ბორნა კორიჩს, გრიგორ დიმიტროვსა და ვიქტორ ტროიცკის დაუდასტურდათ.