მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და სასწრაფოდ სჭირდება საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა - მესამე პრეზიდენტის ადვოკატები და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრა ენმ-ის ოფისში მიმდინარეობს.
უფლებადამცველები და ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა, სწორედ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით უნდა მოხდეს.
"ბუნებრივია, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გავაცნობთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციას. ასევე, ვისაუბრებთ მისი ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ჩვენი მიზანი არის, რომ ამ დარღვევებს მოჰყვეს ადეკვატური რეაგირება მათ შორის დიპლომატიური კორპუსისგან. იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს ინსტიტუციები სამწუხაროდ ამ ქვეყანაში და მიხეილ სააკაშვილი არის უბრალოდ პოლიტიკური ტყვე, ცხადია, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი დასავლელი მეგობრების აქტიურობას", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
პარტიის ოფისში განცხადებები შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება.
ასევე იხილეთ: