არასამთავრობო ორგანიზაციები სოფო კილაძის განცხადებას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ეს არის ერთგვარი ლუსტრაცია.
მესამე სექტორში ამბობენ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პასუხმა, კიდევ ერთხელ დაარწმუნა ისინი, რომ კილაძის კანდიდატურა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტისთვის შეუფერებელია.
ასეთი დამოკიდებულება პირდაპირი ლუსტრირებაა იმის რაზეც ეს განცხადება საუბრობდა..ზოგადად ვხედავთ, რომ ბოლო პერიდოში იყო სერიოზული გამოწვევები, როდესაც ადამინის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან არაერთი ქმედება იყო, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მის როლს როგორც ამ კომიტეტის თავმჯდომარის" ამბობს მიხეილ ბენიძე.
გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ ხელისუფლებას კანდიდატურის შესარჩევად კონსულტაციები არავისთან გაუმართავს:
რა გამოხმაურებაც გააკეთა, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის მუდმივად ახდენს სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციას... ქალბატონ კილაძეს ვურჩევ, რაღაც პერიოდის განმავლობაში შეეცადოს უბრალოდ აღარ ილაპარაკოს, იმიტომ რომ რასაც იტყვის მის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული - ამბობს უფლებადამცველი ანა აბაშიძე
შეგახსენებთ, რომ გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა 9 წევრი უნდა აირჩიოს. საქართველოდან კი სწორედ სოფო კილაძის კანდიდატურა წარადგინეს, რასაც 53 არასამთავრობო ორგანიზაციის პროტესტი და ერთობლივი განცხადება მოჰყვა.
მესამე სექტროს 24 საათიანი ფიქრის შემდგ კილაძემაც უპასუხა. ადმაიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯოდმარე ამბობს, რომ თუ ენჯეობი ებრძვიან, ეს იგი სწორი გზით მიდის