ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსის ზღვარზე - უმუშევრობის მაჩვენებელი რეკორდულად გაიზარდა

გამოქვეყნდა:

ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსის ზღვარზეა.  მაისში, აპრილთან შედარებით 40 ათასით გაიზრდა იმ უმუშევარი ადამიანების რაოდენობა, რომლებიც კორონაკრიზისის გამო სახელმწიფოსგან მიზერულ შემწეობას იღებენ.

აქედან 120 ათასზე მეტი ადამიანი დაქირავებით იყო დასაქმებული.  შემოსავლის წყარო დაკარგა კიდევ 95 000 -მა თვითდასაქმებულმა. სულ ამ დროისთვის სახლემწიფოს ოფიცილაურად  215 000  უმუშევარი ჰყავს აღიცხული. 

ყველაზე მტკივნეული კი კორონაკრიზისი თვითდასაქმებულებისთვის აღმოჩნდა. ქვეყანაში სულ 880 000 თვითდასაქმებულია აღრიცხული, საიდანაც მთავრობამ მხოლოდ 95 000 დაითვალა, დანარჩენები კი შიმშილისთვის გაწირა. 

კომპენსაციის მიღება არაერთხელ სცადეს, მიმართეს ყველა უწყებას, მიიტანს ყველა საბუთი, თუმცა უშედეგოდ. ადამიანები, რომლებმაც კორონაკრიზისი ვალებით გადააგორეს, ამბობენ რომ ახლა, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, მათ საქმიანობას შემოსავალი აღარ მოაქვს. 

სულ უმუშევრად დარჩენილი ადამიანების კომპენსირებაზე ბიუჯეტში 600 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული, საიდანაც ყველაზე მძიმე თვეების განმავლობაში მხოლოდ 70 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ოპოზციაში ფიქრობენ, რომ სოციალური შემწეობებისთვის გამოყოფილი თანხის უდიდეს ნაწილს ხელისუფლება ისევ პირადი კომფორტისა და წინასაარჩევნოდ, ამომრჩევლის მოსყიდვისთვის გამოიყენებს. 

მოლოდინი კიდევ უფრო მძმეა. ყველა, გარდა საქართველოს მთავრობისა, თანხმდება რომ კრიზისი  კიდევ უფრო გაღრმავდება. ამ დროისთვის ყველა დონორი ორგანიზაციის მოლოდინი უფრო პესიმისტურია, ვიდრე მთავრობის პროგნოზი. 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი