პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილი "IDS ბორჯომი საქართველოსთან" დაკავშირებით ისაუბრა, რომელმაც სანქციების გამო, დროებით წარმოება შეაჩერა.
ღარიბაშვილის თქმით, ამ კომპანიის თაობაზე საზოგადოებას მალე "სასიამოვნო ინფორმაციას" მიაწვდის.
"მთავარი ჩვენი მოტივაცია არის ის, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ყველა მიმართულებით, მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება ენერგეტიკა, ეკონომიკა... მაგალითად, ბოლო დღეებში გვესმის პრობლემა „ბორჯომის“ აქციებზე. მოგეხსენებათ, რომ „ბორჯომის“ მესაკუთრე არის სანქცირებული და ჩვენ ახლა აქტიურად ვმუშაობთ. ამის თაობაზე მოქალაქეებს ძალიან მალე ვეტყვით სასიამოვნო ინფორმაცია. არ მინდა დეტალებზე ვისაუბრო დღეს, მაგრამ იცოდეთ, გარწმუნებთ, ჩვენ ყველა ამ პრობლემაზე, ყველა ამ საკითხზე ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები", - თქვა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, 2013 წლიდან IDS Borjomi-ის საკონტროლო პაკეტის დიდ ნაწილს რუსეთის ერთ-ერთი კერძო საინვესტიციო ჰოლდინგი "ალფა ჯგუფი" ფლობს. წარმოების შეჩერების თაობაზე კომპანიამ განცხადება გუშინ გაავრცელა.