
ელისაშვილი ორ ადგილს ითხოვდა, საწყენია, რომ საკუთარ ცხვირზე შორს ვერ იყურება - გიგი უგულავამ ეს განცხადება "მთავარი არხის" გადაცემა "დღის სტუმარში" გააკეთა. ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, მასთან თანამშრომლობისთვის ყველა პარტია მზად იყო, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა, რადგან ალეკო ელისაშვილი ორ ოლქში ითხოვდა ადგილს.
უგულავას განცხადებას კი სამარცხვინოს უწოდებს თავად ელისაშვილი და ბრალდებებს უარყოფს. შეგახსენებთ, რომ მან ოპოზიციური ერთობა კონსულტაციების დროს დატოვა და ანა დოლიძესა და ლევან კობერიძესთან ერთად, პოლიტიკური მოძრაობა დააფუძნა.
ღმერთმა დამიფაროს, რომ ორ ადგილზე მევაჭრა გიგი უგულავასთან. უბრალოდ, ჩვენ გვქონდა და ახლაც გვაქვს ის პოზიცია, რომ ჩვენი რესურსების გამოყენებით ორი ოლქი მოგვეგო თბილისში. ახლა ვფიქრობთ, რომ შეიძლება მეტიც მოვიგოთ, თუ საერთო პოზიციაზე ჩამოვყალიბდებით. ოღონდ ჩამოვყალიბდებით თუ არ ვიცი. ოღონდ გიგი უგულავას რომ რამე ვევაჭრო, იმ დღეს მოვკვდე მე, ალეკო ელისაშვილი, - ამბობს "სახალხო მოძრაობის" თავმჯდომარე.