ერთ წინადადებაში ჩატეული ქართული კულტურის სირცხვილი, ადამიანური ტრაგედია და ტოტალური უსამართლობა. სწორედ ასე შეიძლება შევაფასოთ წერილი, რომელიც არქეოლოგსა და ისტორიკოსს იულონ გაგოშიძეს მისივე სახელით დაწერილი გაუგზავნეს.
თითქოს 87 წლის ღვაწლმოსილი მეცნიერი საკუთარი სურვილით ითხოვს იმ მუზეუმიდან გათავისუფლებას, სადაც წარმატებული მეცნიერის ნახევარ საუკუნოვანი კარიერა განვლო. ადამიანს, რომლის გამოცდილებისა და ცოდნის არათუ ჩანაცვლება, იმიტირებაც კი შეუძლებელია, დღეს ერთადერთი მიზეზის გამო აიძულებენ წავიდეს სახლში. იმის გამო - რომ თეა წულუკიანს არც მეცნიერის 64-წლიანი გამოცდილება და არც კულტურის სფერო არაფრად უღირს, თუკი მისი და ბატონი ბიძინას მისამართით უაზრო ქება დიდებას არ ისმენს.