
პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კონკურენციის სააგენტოს დაევალა დეტალურად შეისწავლოს საწვავის ფასები და 15 მაისამდე შუალედური დასკვნა წარმოადგინოს. ღარიბაშვილის თქმით, ბევრმა იმპორტიორმა შედარებით იაფიანი საწვავის შემოტანა დაიწყო, თუმცა ეს ფასებზე ჯერ არ ასახულა.
"ჩვენი ინფორმაცია, არის შემდეგი, რომ ძალიან ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფიანი საწვავის შემოტანა საქართველოში, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ასახულა ფასებზე. ამიტომ ჩვენ მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს შეისწავლოს დეტალურად საწვავის ფასები და 15 მაისამდე წარმოადგინოს შუალედური დასკვნა. ამის შემდეგ მთავრობას ექნება ექნება საშუალება, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. ჩვენ წინასწარ არაფერს ვამტკიცებთ, არსებობს გარკვეული ინფორმაციებიც, ხომ არ არის მაგალითად რაიმე მოლაპარაკება ფასთან დაკავშირებით", - თქვა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, საწვავის ფასი რეკორდულ მაჩვენებელზეა. ამის გამო მოქალაქეებმა აქციების გამართეს და სხვადასხვა ადგილას გზები გადაკეტეს. მაშინ "ქართულმა ოცნება" ამ პროტესტის უკანაც "ნაციონალური მოძრაობა" დაინახა.