ჩვენ ჯარისკაცებს წარმატებები აქვთ, დღეს თითოეული მათგანი გმირია - გენშტაბის უფროსის მოადგილე

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენშტაბის უფროსის მოადგილე ამბობს, რომ მიუხედავად მძიმე საომარი ვითარებისა, უკრაინელი ჯარისკაცები ვითარებას აკონტროლებენ. მისი თქმით, სიტუაცია მძიმეა უკრაინის აღმოსავლეთში, სადაც მტერი ცდილობს უკრაინის პოზიციებს ყოველდღიურად შეუტიოს.

"იმ ტერიტორიებზე, სადაც საომარი მოქმედებებია მძიმე ვითარებაა, ეს ეხება იზიუმის, ლუგანსკისა და დოცნეცკის მიმართულებებს. მტერი ცდილობს ჩვენი ჯარისკაცების პოზიციებს ყოველდღიურად შეუტიოს, იყენებს ავიაციას, რაკეტებს, არტილერიასა და ზალპურ ცეცხლს. მიუხედავად მტრის მცდელობისა, წარმატებები აქვთ ჩვენ ჯარისკაცებს, ისინი მედგრად იბრძვიან და მტრის შეტევებს იგერიებენ. დღეს თითოეული უკრაინელი ჯარისკაცი გმირია. ჩვენ ბიჭებს რთული დავალება აქვთ, თუმცა ისინი ვითარებას აკონტროლებენ", - თქვა  უკრაინის გენშტაბის უფროსის მოადგილემ, სერგეი ნაევიმ.

ცნობისთვის, დღეს მარიუპოლიდან განახლდა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. 

ოდესაში სამიზნე გახდა ერთ-ერთი ხიდი. ასევე აფეთქებებია ხერსონში, ჩერნობაევკას რაიონში. ლისიჩანსკში დაიწვა გიმნაზიის შენობა. სევეროდონეცკში 6 მაღალსართულიანი კორპუსი დაზიანდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი