მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად, დღეს ექიმები ამერიკის საელჩოს ორ წერილს გადასცემენ

გამოქვეყნდა:

ექიმები მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად, დღეს ამერიკის საელჩოს ორ წერილს გადასცემენ. წერილები აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და ელჩის - კელი დეგნანის სახელზეა.

მედიკოსები ელჩთან შეხვედრას და საქართველოს მესამე პრეზიდენტის უცხოურ კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ.

"ექიმთა არასამთავრობო ორგანიზაციები და თვითონ ექიმები, წევრები, მივდივართ აშშ-ის საელჩოსთან და შეგვაქვს წერილები. ინიციატივა მას შემდეგ გაგვიჩნდა, არც კელი დეგნანმა მოუწოდა ხელისუფლებას, რომ მან გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები. ყოველ წუთში ჩვენ ველოდებით ძალიან მძიმე გართულებას, ისეთს, რომელიც ლეტალური იქნება",- ამბობს ექიმი, მანანა ჯებაშვილი.

იხილეთ აშშ-ის ელჩის განცხადება მესამე პრეზიდენტზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი