შეიძლება მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა და ნუ მოვკლავთ - ექიმები ბაიდენსა და დეგნანს მიმართავენ

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში ამერიკის საელჩოსთან ექიმები საგანგებო განცხადებას აკეთებენ. მათ პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და ელჩის, კელი დეგნანის სახელზე დღეს უწყებაში ორი მიმართვა დატოვეს. ექიმების ასოციაციების ხელმძღვანელები ითხოვენ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურანლოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ. 

"ვითხოვთ შეხვედრას ელჩთან, გვინდა კარგად ავუხსნათ, ჩვენ დრო ბევრი არ გვაქვს, ქალბატონმა დეგნანმა გააკეთა განცხადება, რომ ის მონიტორინგს ატარებს ამ პროცესის და მოუწოდა ხელისუფლებას, რომ შეასრულოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები. შეიძლება პრეზიდენტის გადარჩენა, შეიძლება და ნუ მოვკლავთ", - ამბობს ექიმი მანანა ჯაბაშვილი.

ვილი პაჭკორია ამბობს, რომ დღეს საქართველოში მიხეილ სააკაშვილის სახით მეორე ნავალნი გვყავს. ოჯახი, ოპოზიციის ნაწილი, ასევე ექიმები ითხოვენ, რომ მესამე პრეზიდენტი სამკურანლოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ. იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი