ყაზახური კომპანიის მაზუთია, რომელიც ჩატვირთულია საკუთარ ვაგონებში - რკინიგზა თბილისში "გაზპრომის" წარწერიან ვაგონებზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს რკინიგზა აცხადებს, რომ სატვირთო ვაგონები, რომელიც თბილისში სატვირთო ვაგონებით გადის არ არის საქართველოს რკინიგზის საკუთრებაში არსებული სატვირთო ვაგონები. უწყების ცნობით, ეს არის ყაზახური კომპანიის ტვირთი - მაზუთი, რომელიც ჩატვირთულია საკუთარ ვაგონებში.

უწყების ცნობით, სანქცირებული პირების კუთვნილი ტვირთის გატარება საქართველოს დერეფანში არ მომხდარა.

"განმარტებისთვის "საკუთარი" ვაგონი ნიშნავს რომელიმე კერძო კომპანიის საკუთრებაში რეგისტრირებულ ვაგონს. ხშირ შემთხვევაში, ასეთ ვაგონებს სწორედ ყაზახეთი იყენებს, რომელიც ტვირთს აგზავნის ევროპის მიმართულებით, საქართველო კი არის სატრანზიტო ქვეყანა. ტვირთი მიდის ბათუმის პორტში, საიდანაც გადაიტვირთება გემში და იგზავნება ევროპაში.

აქვე განმარტებისთვის, საქართველოს რკინიგზის მხრიდან რაიმე სახის სანქცირებული ტვირთის, მით უფრო სანქცირებული პირების კუთვნილი ტვირთის გატარება საქართველოს დერეფანში არ მომხდარა", - წერია რკინიგზის განცხადებაში. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი