ფეხებზე გვკიდია შენნაირი ცეხავიკების დალაგებული გარიგებები - ელისაშვილი ბოკერიას

გამოქვეყნდა:

შენი მექრთამე და ხალხის ფულის ქურდი მეგობრებისგან განსხვავებით, ლევან იოსელიანი არის წესიერი, პრინციპული და პატრიოტი კაცი, - ასე ეხმაურება "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი ალეკო ელისაშვილი "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებებს, სადაც ამბობდა, რომ ელისაშვილი ორი მაჟორიტარის დაყენებას ითხოვდა და მთაწმინდის ოლქში სწორედ ლევან იოსელიანის წარდგენა სურდა.

მოითხოვდა, ორი ადგილი მომეცით, შემოვდივარ შეთანხმებაშიო, იოსელიანი დააყენეთ მთაწმინდაზეო. ბუნებრივია, მარტო ჩვენთვის კი არა, ამ იოსელიანს არავინ იცნობს. ახლა უფრო გაიცნობენ. კაცის კაცის დაყენებას ითხოვდა, უკაცრავად, პოლიტიკურად ვიძახი, არა - ადამიანურად. 6% აიღო იმ იოსელიანმა იმ არჩევნებში, სადაც შავგულიძემ აიღო 40% თითქმის, 36% პირველ ტურში, მეორეში უფრო მეტი, - განაცხადა ბოკერიამ "მთავარი არხის" ეთერში. 

ალეკო ელისაშვილი კი ამბობს, რომ ლევან იოსელიანი 30 წელია მისი მეგობარია და პოლიტიკაში ქვეყნის წინსვლისთვის მოვიდნენ. ამის შესახებ ელისაშვილმა  "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა. მის ამ პოსტს უცვლელად გთავაზობთ. 

ბოკერია ისე გამწარებული იწყევლებოდა გუშინ ცოტა შემეცოდა კიდეც. რაო გიგა სტამბოლის ბაზარი რომ გაქვს გაჩაღებული მაჟორიტარებში ყველა შენ დაკრულზე ვერ აცეკვე და ორღობის დედაკაცივით წყევლა-კრულვაზე გადახვედი ეს ამხელა "პოლიტიკოსი კაცი"?! წესიერ ხალხს გადააწყდი პოლიტიკაში, ვაჭრობა არ გამოგივიდა და მოგემტვრა კბილები? ვიცი ვერაფრით იჯერებთ შენ და შენი ამფსონები მარა მართლა ხალხის პრობლემები გვაწუხებს მე და ჩემ გუნდს და მართლა ამ ქვეყნის წინსვლისთვის ვართ პოლიტიკაში. ასევე მართლა ფეხებზე გვკიდია შენი და შენნაირი ცეხავიკების დალაგებული რაღაც სქემები და გარიგებები. თქვენ რაც პოლიტიკა გგონიათ იმაზე გვერევა ზუსტად გული და იმის შესაცვლელვად ვართ მოსულები. p.s. ლევან იოსელიანს კაცის კაცი რომ უძახე, უნდა იცოდე, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარია. 30 წელია ცხოვრებას მხარდამხარ მოვუყვებით და ჩემზე ბედნიერი კაცი არაა რომ ამ ჭუჭყიან პოლიტიკაში ლევანი გვერდით მიდგას და მაძლიერებს. შენი მექრთამე და ხალხის ფულის ქურდი მეგობრებისგან განსხვავებით, ლევან იოსელიანი არის წესიერი, პრინციპული და პატრიოტი კაცი, - წერს ელისაშვილი. 

გიგა ბოკერიას განცხადებებს თავად ლევან იოსელიანიც გამოეხმაურა. "ფეისბუქის" პირად გვერდზე მანაც დაწერა, რომ უკვე 30 წელია ელისაშვილის მეგობარი და მისი "კაცია".

მინდა გამოვეხმაურო ბოკერიას გუშინდელ განცხადებას, სადაც მე კაცის კაცი, ალეკო ელისაშვილს კი უსინდისო უწოდა. 30 წელზე მეტია ალეკოს მეგობარი ვარ, ანუ მისი "კაცი" ვარ. და ასეთად დარჩენას ვაპირებ მთელი ცხოვრება, განსხვავებით შენგან, ვინც მართლა კაცად გაქცია და ვისაც პირველივე შესაძლებლობაზე უღალატე. ისე, კაცის კაცობა არაკაცობას ნამდვილად ჯობია, - წერს იოსელიანი. 

მანამდე კი ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით "მთავარი არხის" ეთერში "ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ ისაუბრა. სწორედ მისგან გახდა ცნობილი, რომ ელისაშვილი მაჟორიტარებთან დაკავშირებით ორ ადგილს ითხოვდა და უარის მიღების გამო გამოეთიშა ოპოზიციურ ერთობას. 

არ მესმის, დღეს რომ პრინციპულ მიუღებლობაზე საუბრობს, თუნდაც "ევროპული საქართველოს" მიმართ, ორი ადგილით პრინციპულად მისაღები ვიქნებოდით?, - განაცხადა უგულავამ. 

შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილმა "ლეიბორისტული მაგიდის" ირგვლივ არსებული ოპოზიციური ერთობა კონსულტაციების მიმდინარეობის დროს დატოვა, რის შემდეგაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უკვე ყოფილ წევრ ანა დოლიძესთან და "ქართული ოცნებიდან" წამოსულ ლევან კობერიძესთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმა დააფუძნა. ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის არჩევნებზე, სამივე მათგანმა საკუთარი კანდიდატურა თბილისის ოლქებში წარადგინოს. 

ოპოზიცურმა ერთობამ კი თბილისში არსებული რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვსში, საერთო კანდიდატი უკვე წარადგინა.  სია ასეთია:

  • ვაკე - ელენე ხოშტარია;
  • გლდანი - ნიკა მელია;
  • ისანი - გიორგი ვაშაძე;
  • სამგორი - ლევან ხაბეიშვილი;
  • მთაწმინდა - შალვა შავგულიძე;
  • ნაძალადევი - შალვა ნათელაშვილი.

საერთო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს ოლქებზე ამ დრომდე გრძელდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი