"ხვალ, 17:00, თურქეთის საელჩოსთან... გთხოვთ მიხვიდეთ და დაეხმაროთ ჩემს ბიჭებს გადარჩენაში" | ქუფარაშვილის მიმართვა

გამოქვეყნდა:

"ხვალ, 17:00, თურქეთის საელჩოსთან... გთხოვთ მიხვიდეთ და დაეხმაროთ ჩემს ბიჭებს გადარჩენაში" - ასე მიმართავს აზოვის ბატალიონის ერთ-ერთი მეთაური გიორგი ქუფარაშვილი საქართველოს მოქალაქეებს და ხვალ, თურქეთის საელჩოსთან, აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. 

ჩემო ქართველებო! ჩემო ერო! სიტუაცია აზოვსტალის გარშემო ძალიან რთული გახდა, პუტინი ნებისმიერ ფასად ცდილობს 9 მაისისთვის მარიუპოლში აზოვსტალის აღებას და დღეს განუწყვეტელ ტოტალურ შეტევას ახორციელებს. ბიჭებს ძალიან უჭირთ.

მოგმართავთ ყველას, ვისთვისაც სულ ერთი არაა - ხვალ, 17:00 - თურქეთის საელჩოსთან, რადგან, მხოლოდ მათ შეუძლიათ რეალური დახმარება, დებლოკადა და ევაკუაცია - სამოქალაქოების, დაჭრილების. საქართველოში, პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში, გერმანიაში, ამერიკაში მოეწყობა აქცია თხოვნით დახმარებისათვის. გთხოვთ მიხვიდეთ და დაეხმაროთ ჩემს ბიჭებს გადარჩენაში. გამოვიყვანოთ მოქალაქები და დაჭრილები, - წერს ქუფარაშვილი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი