
"კატასტროფის თავიდან ასაცილებლად სასწრაფო მოქმედება აუცილებელია... დავეხმაროთ მსოფლიოს, რომ ყურადღება მიაქციოს ამ კატასტროფულ ვითარებას და გადავარჩინოთ ჩვენი ხალხის სიცოცხლე", - ამის შესახებ აზოვის პოლკის ერთ-ერთი მეთაური გიორგი ქუფარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მეგობრებო, დროა ვიმოქმედოთ, რომ ჩვენი სამხედროები და მოქალაქეები აზოვსტალიდან დავიხსნათ. ამჟამად იქ კრიტიკული ვითარებაა. ორკების ტოტალური თავდასხმა, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთ მიზანს ნებისმიერ, სისხლიან ფასად მიაღწიონ. ამჟამად აზოვსტალში ჯერ კიდევ ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე და ჩვენი დაჭრილი სამხედროა ჩარჩენილი.
კატასტროფის თავიდან ასაცილებლად სასწრაფო მოქმედება აუცილებელია. ვიცით, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს მარიუპოლში ცეცხლის შესაჩერებლად, ჰუმანიტარული დერეფნის შესაქმნელად, მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილი დამცველების ევაკუაციისთვის.
დავეხმაროთ მსოფლიოს, რომ ყურადღება მიაქციოს ამ კატასტროფულ ვითარებას და გადავარჩინოთ ჩვენი ხალხის სიცოცხლე. თურქეთის პრეზიდენტს მთელი უკრაინა ენდობა და მისი იმედი ყველას გვაქვს, - წერს ქუფარაშვილი.