"იმედი მაქვს, გერმანელ ექიმებს არ დაუწყებენ ლანძღვა-გინებას და მათ სანდოობაში არ შეიტანენ ეჭვს" - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გადაადგილება აღარ შეუძლია და საკვებსაც ვეღარ იღებს. ის იმდენად დამძიმდა, რომ ანალიზები ზუსტი კვლევისთვის გერმანიაშია გადაგზავნილი.

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები და თანაგუნდელები ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრულ პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და "ქართული ოცნების" ხელისუფლებას აკისრებენ, რადგან სახალხო დამცველის კონსილიუმის უმძიმესი დასკვნის და მედიკოსების არაერთი მოწოდების მიუხედავად, ხელისუფლება მესამე პრეზიდენტისთვის სათანადო სამედიცინო მომსახურების გაწევაზე ისევ უარს ამბობს.

"მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის ერთადერთი გზა არის მისთვის ჯეროვანი სამედიცინო მომსახურების გაწევა და ამ მიზნით ადვოკატები ვაპირებთ, გამოვიყენოთ ყველა ის მექანიზმი, ბერკეტი, რასაც იძლევა საქართველოს კანონმდებლობა. შეუძლიათ ეს ანალიზები გაგზავნონ გერმანიაში, შეუძლიათ, სხვა ექსპერტიზები ჩაატარონ, არავითარი პრობლემა დაცვის მხარეს ამ მიმართულებით არ გააჩნია. გერმანიიდან პასუხების მიღების თარიღი არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის დაადასტურებს ძალიან ბევრი ექიმის მოსაზრებას, რომლებმაც უკვე გამოხატეს თავისი აზრი ძალიან მკაფიოდ და იმედი მაქვს, ამის შემდეგ გერმანელ ექიმებს არ დაუწყებენ ლანძღვა-გინებას და მათ სანდოობაში არ შეიტანენ ეჭვს", - ამბობს შოთა თუთბერიძე.

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი